სიახლეები & მედია

ELBIT Cyclone-ის დელეგაცია საპარტნიორო ფონდში

თარიღი: 25 აგვ 2015

ისრაელის კორპორაცია ELBIT Cyclone-ის დელეგაცია, რომელსაც კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი რან კრილი ხელმძღვანელობდა საპარტნიორო ფონდს ეწვია და ფონდის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. საპარტნიორო ფონდი, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და ისრაელის კომპანია ELBIT Cyclone-თან ერთად ავიაინდუსტრიისთვის კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხნის პროექტს ახორციელებს. მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე პროექტის სტატუსზე და სხვა მომავალი ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობის შესახებ. ავიაინდუსტრიისთვის კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხნის პროექტი მიზნად ისახავს 3 წლის განმავლობაში 85 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მაღალტექნოლოგიური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საწარმოს შექმნას, სადაც სამოქალაქო თვითმფრინავის დეტალები, მათ შორის კარები, აეროდინამიკური ზედაპირი, საკონტროლო პანელი და სხვა ნაწილები მოწინავე ტექნოლოგიით იქნება დამზადებული. საწარმოში შექმნილი პროდუქციის მომხმარებლები იქნებიან ავიაციის ინდუსტრიის ისეთი მსხვილი მოთამაშეები, როგორც Boeing, Airbus, Bombardier და სხვები. პროექტი 300 ადგილობრივს დაასაქმებს, რომელთა გადამზადება მოხდება ისრაელიდან მოწვეული წამყვანი სპეციალისტების მიერ. საწარმოში წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული.

უკან დაბრუნება