სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდი რაჭის რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობას გამოიკვლევს

თარიღი: 22 სექ 2015

საპარტნიორო ფონდი საკონსულტაციო კომპანია BDO-სთან ერთად რაჭის ტურისტულ შესაძლებლობებს გამოიკვლევს და წარმოადგენს რეგიონის განვითარების ზოგად კონცეფციას. კვლევა მოიცავს როგორც ზოგადად რაჭის, ასევე უწერას, შოვის, შაორის და სხვა ტურისტული ადგილების განვითარების შესაძლებლობებს.  საპარტნიორო ფონდში მიაჩნიათ, რომ ერთ დროს ცნობილი საკურორტო ზონა ტურისტულად განუვითარებელია და ვერ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს, ხოლო კვლევის ჩატარება და რეგიონის განვითარების კონცეფციის მომზადება მიზნად ისახავს რაჭაში რამდენიმე თანამედროვე, საერთაშორისო დონის კურორტის განვითარებას. კვლევა მოიცავს ბაზრის კვლევასა და ტექნიკურ ანალიზს, ბუნებრივი აქტივების ტექნიკურ კვლევას, სახელმწიფოს თუ კერძო საკუთრებაში არსებული აქტივების შესაძლო განვითარების ზოგადი გეგმის მომზადებას. რაჭა მდიდარია საკურორტო ადგილებით, რომლებიც ცნობილია ბალნეოლოგიური და მინერალური წყლის აბაზანებით. რეგიონი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა საბჭოთა პერიოდის დროს. BDO არის საერთაშორისო აუდიტორული ქსელის წევრი კომპანია. 1328 - ზე მეტი ოფისით იგი წარმოდგენილია 151 ქვეყანაში. BDO აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების მსოფლიო ხუთეულში შედის.  კვლევის დასრულება 2015 წლის ბოლოს იგეგმება.

უკან დაბრუნება