სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელად დავით საგანელიძე დაინიშნა

თარიღი: 23 სექ 2015

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორად დავით საგანელიძე დაინიშნა. ფონდის ახალი ხელმძღვანელი პრემიერ მინისტრმა წარადგინა. ”მე დარწმუნებული ვარ, რომ დავით საგანელიძე თავის ცოდნასა და მდიდარ გამოცდილებას მოახმარს საპარტნიორო ფონდს. ჩვენ გვაქვს სერიოზული გეგმები ამ ფონდის საქმიანობის განვითარებასთან დაკავშირებით და მისი ხელმძღვანელობით მრავალი ახალი და საინტერესო პროექტი განხორციელდება,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  დავით საგანელიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობასა და საპარტნიორო ფონდს ნდობისათვის. მისი განცხადებით, საპარტნიორო ფონდი სამომავლოდ უფრო მასშტაბური პროექტების წამოწყებასა და განხორციელებას გეგმავს.

უკან დაბრუნება