სიახლეები & მედია

ფრანგული სახელმწიფო საინვესტიციო ბანკი Bpifrance საპარტნიორო ფონდში

თარიღი: 21 ოქტ 2015

საპარტნიორო ფონდმა  ფრანგულ  სახელმწიფო  საინვესტიციო ბანკს Bpifrance -სა და Poma-ს წარმომადგენლებს უმასპინძლა. სტუმრებმა საპარტნიორო ფონდის პრიორიტეტების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია. ფრანგულმა მხარემ ინტერესი გამოხატა საპარტნიორო ფონდის საქმიანობის სფეროების მიმართ. დელეგაციის წარმომადგენლებმა სურვილი გამოთქვეს ხელი შეუწყონ ფრანგული კომპანიების შემოსვლას საქართველოში ერთობლივი თანამშრომლობის საფუძველზე. მხარეებმა მომავალი საქმიანობის თაობაზე მოსაზრებები გაცვალეს და ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.  Bpifrance წარმოადგენს ფრანგულ სახელმწიფო საინვესტიციო ბანკს , რომელიც ეხმარება კომპანიებს პირველად საინვესტიციო საჭიროებებზე: გარანტია, ინოვაცია; მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესს საფრანგეთის მასშტაბით: სარისკო კაპიტალის და განვითარების კუთხით, დაფინანსების და გარანტიების გაცემის ჩათვლით; მონაწილეობს მსხვილი საწარმოების და მათი კაპიტალის სტაბილიზაციაში.

უკან დაბრუნება