სიახლეები & მედია

KFW ექსპერტების შეხვედრა საპარტნიორო ფონდში

თარიღი: 21 ოქტ 2015

გერმანიის განვითარების ბანკის KFW-ს ექსპერტებმა საპარტნიორო ფონდში სამუშაო შეხვედრა გამართეს. ბანკის წარმომადგენლებმა ფონდის მენეჯმენტთან საპარტნიორო ფონდის საფინანსო ინსტიტუტად ფორმირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. გერმანიის განვითარების ბანკმა რამდენიმე თვის წინ მოამზადა კვლევა, რომელიც ადასტურებს საქართველოში ახალი საფინანსო ინსტიტუტის შექმნის აუცილებლობას. საპარტნიორო ფონდში შეიქმნება მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც გერმანიის განვითარების ბანკის ექსპერტებთან კოორდინაციით დაიწყებს კვლევის მეორე ეტაპის განხორციელებას. KFW მიაჩნია, რომ ახალი საფინანსო ინსტიტუტი კოორდინირებულად უნდა მუშაობდეს სამთავრობო უწყებებთან, თუმცა იგი დამოუკიდებლად უნდა ფუნქციონირებდეს.  მხარეები შეთანხმდნენ, რომ წლის ბოლომდე მომზადდება შესაბამისი პროექტი, რომელიც დასამტკიცებლად მთავრობას და პარლამენტს წარედგინება.

უკან დაბრუნება