სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდმა ჩინეთის შანსაის პროვინციასთან მემორანდუმი გააფორმა

თარიღი: 16 ოქტ 2015

საპარტნიორო ფონდმათბილისი აბრეშუმის გზის ფორუმი 2015"–ის ფარგლებში ჩინეთის შანსაის პროვინციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა. მემორანდუმები ითვალისწინებს ფონდის და შანსაის პროვინციაში მოქმედ კომპანიებს შორის თანამშრომლობის დამყარებას, კერძოდ, ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის, აგრობიზნესის, ტურიზმისა და სასტუმროების განვითარების მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობასმემორანდუმები გაფორმდა შანსის პროვინციის საერთაშორისო სავაჭრო ხელშეწყობის საბჭოსთან, სუენიუენის საერთაშორისო ინვესტიციების კომპანიასთან, საერთაშორისო ჩინური მედიცინის ცენტრთან და ჩინეთის საფინანსო საინვესტიციო კორპორაციასთან. მემორანდუმების საფუძველზე ფონდი ხელსშეუწყობს ინვესტიციების მოზიდვასა და კომერციული თანამშრომლობის დამყარებას ქართულ და ჩინურ კომპანიებს შორის, მათშორის ერთობლივი საწარმოების დაფუძნებას, სხვადასხვა სახის ფინანსური ინსტრუმენტების საშუალებით: თანადაფინანსება, მეზანინი, სესხი და ..  ქართული  მხრიდან მემორანდუმებს ხელი საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ მოაწერა.

 
 
 
 
 

უკან დაბრუნება