სიახლეები & მედია

სლოვაკეთის „ექსიმბანკი“ საპარტნიორო ფონდში

თარიღი: 16 ოქტ 2015

საპარტნიორო ფონდში სამუშაო შეხვედრა გამართეს სლოვაკეთისექსიმბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იგორ ლიხნოვსკიმ და EUROCOM-ის გენერალურმა დირექტორმა ნოდარ გიორგაძემ. სტუმრებმა ფონდის მენეჯმენტს კონკრეტული საინვესტიციო წინადადებები წარუდგინეს. კერძოდ, საუბარი შეეხებოდა თბილისის ზღვის მიმდებარედ გასართობი და საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტსა და თბილისში ეკო ტრანსპორტის პროექტის განხორციელებას. დავით საგანელიძის განცხადებით, ფონდი მზად არის განიხილოს ნებისმიერი საინტერესო პროექტი, რომელიც ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს. მხარეებმა შესაძლო თანამშრომლობის მიმართულებით მოსაზრებები გაცვალეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

უკან დაბრუნება