სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდმა ჩინურ კომპანიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

თარიღი: 30 ნოე -0001

საპარტნიორო ფონდმა ჩინეთის ძიანსის პროვინციის კომპანია Silk Road Investment Co. LTD-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ხელშეკრულება ითვალისწინებს ტექსტილის სფეროში საპარტნიორო ფონდისა და Silk Road Investment Co. LTD-ის თანამშრომლობას და ერთობლივი პროექტის განხორციელებას საქართველოში. ასევე გაფორმდა მემორანდუმი ეკონომიკის სხვა სამრეწველო დარგებში პოტენციური პროექტების საქართველოში ერთობლივად განხორციელების მზადყოფნის შესახებ.  მემორანდუმებს ხელი მოაწერეს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და Silk Road Investment Co. LTD-ის გენერალურმა დირექტორმა ჯიმინ ლიუმ.

უკან დაბრუნება