სიახლეები & მედია

EBRD საპარტნიორო ფონდში

თარიღი: 05 ნოე 2015

საპარტნიორო ფონდში სამუშაო შეხვედრა გამართეს ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) წარმომადგენლებმა. ბანკის დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ აღნიშნა, რომ კმაყოფილია საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობით და განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია ამაყობს ნენსკრა ჰესის პროექტში ჩართულობის გამო. მხარეებმა განიხილეს რამდენიმე პროექტი, რომლებშიც საპარტნიორო ფონდი იბიარდის ჩართულობას განიხილავს. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და EBRD-ის დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ კონკრეტულ პროექტებში პოტენციურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს.

უკან დაბრუნება