სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდი BDO-ს თან ერთად რაჭის ტურისტულ შესაძლებლობებს იკვლევს

თარიღი: 05 ნოე 2015

რაჭის ტურისტული შესაძლებლობების კვლევასთან დაკავშირებით საპარტნიორო ფონდისა და საკონსულტაციო კომპანია BDO-ს სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კვლევა მოიცავს როგორც ზოგადად რაჭის, ასევე უწერას, შოვის, შაორის და სხვა ტურისტული ადგილების განვითარების შესაძლებლობებს. კვლევის შედეგად მომზადდება რეგიონის განვითარების კონცეფცია, რომლიც მიზნად ისახავს რაჭაში რამდენიმე თანამედროვე, საერთაშორისო დონის კურორტის განვითარებას. BDO არის საერთაშორისო აუდიტორული ქსელის წევრი კომპანია. 1328 - ზე მეტი ოფისით იგი წარმოდგენილია 151 ქვეყანაში. BDO აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების მსოფლიო ხუთეულში შედის. საპარტნიორო ფონდი და საკონსულტაციო კომპანია BDO-ს რაჭის საკურორტო ზონის განვითარების კონცეფციაზე მუშაობას 2015 წლის ბოლომდე დაასრულებს.

უკან დაბრუნება