სიახლეები & მედია

K Water-ის ვიცე პრეზიდენტი საპარტნიორო ფონდში

თარიღი: 18 ნოე 2015

საპარტნიორო ფონდს ნენსკრა ჰესის ინვესტორი კომპანია K Water-ის ვიცე პრეზიდენტი ბიანგ სეუბ ჩოი და საქართველოში კომპანიის წარმომადგენლები ეწვივნენსტუმრებმა ფონდის მენეჯმენტისგან მოისმინეს ინფორმაცია ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მიმდინარეობის შესახებნენსკრა ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები შემოდგომაზე დაიწყო. ამჟამად მიმდინარეობს გზის მშენებლობა და გეოლოგიური სამუშაოების ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელებისთვის. ჰესის სამშენებლო სამუშაოებს იტალიური "Salini Impregilo” ახორციელებს. 280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი მესტიაში მდ. ენგურის შენაკადზე აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ. აშშ დოლარიაშეხვედრაზე მხარეებმა ასევე მომავალი თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს. ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ სტუმარს ფონდის სტრატეგია გააცნო, მაშ შორის ისაუბრა სოფლის მეურნეობის პრიორიტეტსა და ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე.

უკან დაბრუნება