სიახლეები & მედია

საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი საპარტნიორო ფონდში

თარიღი: 20 ნოე 2015

საპარტნიორო ფონდს ეწვია საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, "გლობალური ალიანსის" (Global Alliance for Health and Social Compact) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ორგანიზაციის "ექიმები საზღვრებს გარეშე" დამფუძნებელი ბერნარდ კუშნერი, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა. სამთავრობო ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების პროგრამის ფარგლებში, „გლობალური ალიანსი" (Global Alliance for Health and Social Compact) სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის განხორციელებაზე საპარტნიორო ფონდის კონსულტანტია. ფონდმა კონსულტანტებთან ერთად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაასრულა და ამჟამად კლინიკებისა და ინვესტიციების მოზიდვის ღონისძიებებზე მუშაობს. საპარტნიორო ფონდმა საერთაშორისო კონსულტანტთან (Global Alliance for Health and Social Compact) ერთად ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ფარგლებში სამედიცინო მომსახურების ბაზარი, შესაბამისი კლინიკების ფინანსური, ტექნიკური და საოპერაციო მდგომარეობა შეისწავლა. ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მართვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით ასევე მომზადდა სამედიცინო კლინიკების განვითარების სახელმწიფო და კერძო პარტნიორობაზე დაფუძნებული მოდელი, რომლის განხორციელებაზე ფონდი ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მუშაობს. ფონდის მენეჯმენტმა ბერნარდ კუშნერთან შეხვედრაზე პროექტის მიმდინარეობა განიხილა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს. სამედიცინო კლინიკების განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევა მოიცავს შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს"; ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე განთავსებულ უძრავი ქონებას და სს „უნივერსალურ სამედიცინო ცენტრს." (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრი).

უკან დაბრუნება