სიახლეები & მედია

დავით საგანელიძის ვიზიტი ჩინეთში დასრულდა

თარიღი: 17 დეკ 2015

საქართველოს დელეგაციამ, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით ჩინეთში ვიზიტი დაასრულა. დელეგაციის წევრებმა პეკინში საქმიანი შეხვედრები გამართეს ჩინეთის ფინანსური და ეკონომიკური პროფილის ორგანიზაციებში, სადაც დავით საგანელიძემ საპარტნიორო ფონდის საქმიანობასა და მის ბაზაზე ახალი საფინანსო ინსტიტუტის ფორმირებაზე ისაუბრა. შეხვედრები გაიმართა ჩინეთის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ კომისიაშიჩინეთის ეროვნული ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვის ორგანიზაციაში, სადაც ჩინურმა მხარემ ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების ჩინეთში რეგისტრაციის ხელშეწყობის მზადყოფნა გამოთქვა. ჩინეთის ეროვნული ექსპორტ-იმპორტის კორპორაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პროექტები, რომლის განხორციელებაც საპარტნიორო ფონდთან ერთად ახლო მომავალში იგეგმებადავით საგანელიძე ქართულ დელეგაციასთან ერთად ჩინეთის ინდუსტრიულ-კომერციულ ბანკს ეწვია, სადაც ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოს განვითარების კორპორაციის კონცეფციაზე ისაუბრა და ჩინურ მხარეს ევროპის საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად ახალი უწყების ფორმირებების პროცესში ჩართვა შესთავაზა. „საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე ყოველთვის იყო აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ხიდი, შესაბამისად ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის აღიარებით და ევროპასთან ინტეგრაციით შესაძლებელი იქნება საერთო სარგებლის მიღება, როგორც ევროპის ასევე აზიისთვის", განაცხადა დავით საგანელიძემ.  საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა ასევე ჩინეთისაბრეშუმის გზის ფონდში", „აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკში", „ჩინეთის განვითარების ბანკში". ჩინელი პარტნიორები მიესალმებიან საქართველოში ახალი საფინანსო ინსტიტუტის შექმნის განზრახვას და მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ფორმირების პროცესში.  ჩინეთის განვითარების ბანკის" გენერალური დირექტორის განცხადებით, განვითარების კორპორაციის დაარსების შემთხვევაში ბანკის დირექტორთა საბჭო ახალი საფინანსო ინსტიტუტის აქციათა პაკეტში თანამონაწილეობის საკითხსაც განიხილავს.  საქართველოსდელეგაცია ეწვია ჩინეთის კუანტუნის პროვინციის ქალაქებს, სადაც  შეხვედრები გაიმართა თაივანის ინდუსტრიული ზონის ადმინისტრაციაში. რეგიონში დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს აგრარული მეურნეობა და სათბურები, იახტების სამშენებლო კომპანია. დავით საგანელიძემ გამოთქვა ინიციატივა ანაკლიაში ანალოგიური იახტების საწარმოს მშენებლობასთან დაკავშირებით. დელეგაციამქალაქის ვიცე მერთან ერთად ასევე დაათვალიერა ყველაზე დიდი ეკოპარკი. ჩინურმა მხარემ საქართველოში ანალოგიური პროექტების განსახორციელების მზადყოფნა გამოთქვეს. დელეგაციის წევრები კუანტუნის პროვინციის საერთაშორისო ვაჭრობისა და ღვინის ინდუსტრიულ კორპორაციას ესტუმრნენ. კორპორაციის გენერალურმა მდივანი ტაი ლი ძუანი მიესალმა ქართული ღვინის რეგიონში შეტანის იდეას და ქართული მხარე საერთაშორისო ექსპოზიციაზე მიიწვიასაქართველოს დელეგაციამ დასკვნითი შეხვედრა კუანტუნის პროვინციის ქალაქ შენჭენში, უმსხვილეს სატელეკომუნიკაციო ინოვაციების კომპანია ZTE-სთანგამართა. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და კომპანიის გენერალურმა დირექტორმა იანგძინიმ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.კომპანია მზად არის საპარტნიორო ფონდთან ერთად საქართველოში დაიწყოს ინოვაციური ტექნოლოგიების განხორციელება და დანერგვა.  კოალიციაქართული ოცნების" დელეგაცია საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტი დაასრულა.

უკან დაბრუნება