სიახლეები & მედია

სამუშაო შეხვედრა „ვანრიკ აგროს“ პროექტთან დაკავშირებით

თარიღი: 13 იან 2016

სოფლის მეურნეობის სექტორში სს „საპარტნიორო ფონდის" პროექტთან „ვანრიკ აგროსთან" დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან. „ვანრიკ აგროს" დამფუძნებელმა ირაკლი ფარცვანიამ დავით საგანელიძეს პროექტის მიმდინარეობა გააცნო. ასევე საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობას პოტენციურ პროექტებთან დაკავშირებით. ლურჯი მოცვის მოყვანა-გადამუშავების პროექტი სს „საპარტნიორო ფონდმა" ადგილობრივ კომპანია სს „ვანრიკ აგროსთან" ერთად ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში 2015 წლის გაზაფხულზე დაიწყო. ლურჯი მოცვის პლანტაციის განაშენიანება დამატებით 70 ჰექტარ ტერიტორიაზე ფონდის ინვესტიციით მიმდინარეობს. კომპანიას გააჩნია თანამედროვე ამერიკული ტექნოლოგიით აღჭურვილი გადამამუშავებელი საწარმო, სადაც ლურჯი მოცვის ნაყოფის კალიბრაცია, შეფუთვა და სარეალიზაციოდ მომზადება ხდება. გასულ წელს „ვანრიკ აგრომ" „გლობალ გეპის" (Global GAP) სერტიფიკატი მიიღო, რაც მის მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხისა და ტექნოლოგიების ევროსტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 6,7 მლნ. აშშ დოლარია.

უკან დაბრუნება