სიახლეები & მედია

EBRD -ის დლეგაცია საპარტნიორო ფონდში

თარიღი: 13 იან 2016

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს საპარტნიოორო ფონდსა და EBRD–ს შორის მიმდინარე და პოტენციური პროექტების შესახებ. დავით საგანელიძემ დადებითად შეაფასა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის საქართველოში მოღვაწეობა და ის პროექტები, რომლებიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პარტნიორობით ხორციელდება ქვეყანაში. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტვები. საუბარი შეეხეო პროექტებს, რომლის ფინანსური მხარდამჭერი შესაძლოა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გახდეს. შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებასა და სამომავლო გეგმებზე.

უკან დაბრუნება