სიახლეები & მედია

ჩინური Silk Road Investment საპარტნიორო ფონდში

თარიღი: 18 იან 2016

საპარტნიორო ფონდს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანსის პროვინციის დელეგაცია ესტუმრა. ჩინეთის დელეგაცია კომპანია Silk Road Investment-ის აღმასრულებელი დირექტორის ძი მინლიუ-ს ხელმძღვანელობით, საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელს გიორგი ჩერქეზიშვილს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოში განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში საპარტნიორო ფონდის მხარდაჭერით კერამიკული ფილების საწარმოს, ქურთუკების სამკერვალოსა და ჩაის გადამამუშავებელი ფაბრიკის შექმნის საკითხებს. ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმები ერთობლივი საწარმოების შექმნის თაობაზე საქართველო-ჩინეთს შორის ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში გაფორმდა. ჩინური silk road investment"-ი ქვეყანაში ინვესტირებას სხვადასხვა სექტორში გეგმავს.

უკან დაბრუნება