სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდში RIXOS BORJOMI-ის განვითარების გეგმა განიხილეს

თარიღი: 20 იან 2016

საპარტნიორო ფონდს RIXOS -ის ვიცე პრეზიდენტი ეწვია. ელრკან ილდირიმი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის პროექტებს კურირებს. RIXOS -ის ვიცე პრეზიდენტმა საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის წარმომადგენლებს ლიკანში მდებარე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო RIXOS BORJOM -ის განვითარების გეგმა წარუდგინა. პროექტი სასტუმრო RIXOS BORJOM -ის ტურისტული ინფრასტრუქტურის გაფართოებას ისახავს მიზნად. RIXOS BORJOM -ი (ბათუმის შემდეგ) პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიც რეგიონში აშენდა. მაღალი კლასის სასტუმრო 2015 წლის იანვარში გაიხსნა და დღეს სრული დატვირთვით მუშაობს. ქართულ- ყაზახური პროექტის საინვესტიციო მოცულობა 48 აშშ მლნ დოლარია.

უკან დაბრუნება