სიახლეები & მედია

„საქართველოს განვითარების კორპორაციის“ კანონპროექტი მთავრობას თებერვალში წარედგინება

თარიღი: 22 იან 2016

საპარტნიორო ფონდში ფრანკფურტის საფინანსო აკადემიის ექსპერტთა ჯგუფი ფონდის კონსულტანტებთან ერთად, საქართველოს განვითარების კორპორაციის კანონპროექტის საბოლოო ვერსიაზე მუშაობს.
დასკვნით სამუშაო შეხვედრას ,რომელიც საპარტნიორო ფონდში გაიმართა გერმანიის აღმშენებლობის საკრედიტო ინსტიტუტის ( KFW) რეგიონალური დირექტორი ლარს ობერმანი დაესწრო.
საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, რომ კანონპროექტი მთავრობას სავარაუდოდ, თებერვლის დასაწყისში წარედგინება. „საქართველოს განვითარების კორპორაციის" მიზანია, საქართველოს ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა, ქვეყნის შედარებითი უპირატესობის გამოყენება. სამუშაო ადგილების შექმნა, ინოვაციებისა და ახალი ბიზნესების (სტარტ-აპების) მხარდაჭერა, საქართველოს რეგიონების განვითარება და დაფინანსების ადგილობრივ და საერთაშორისო წყაროებთან წვდომის ხელშეწყობა.

უკან დაბრუნება