სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდს ჩინეთის საელჩოს მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ლიუ ბო ეწვია

თარიღი: 26 იან 2016

ოფიციალურ შეხვედრას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და ფონდის მენეჯმენტი დაესწრო. მხარეებმა ჩინეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე იმსჯელეს და საპარტნიორო ფონდში განსახორციელებელი ჩინურ-ქართული ერთობლივი პროექტები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში ჩინური ინვესტიციების ზრდის ტენდენციებსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხარდაჭერის საკითხს.

 


უკან დაბრუნება