სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“-ის ფარგლებში ახალი კომპონენტის პრეზენტაციას დაესწრო.

თარიღი: 26 იან 2016

„აწარმოე საქართველოში" პროგრამას ახალი კომპონენტი დაემატა-გადაიღე საქართველოში, რაც კონოინდუსტრიის წახალისებას ისახავს მიზნად. პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ქალაქის მერი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ახალი პროგრამით სარგებლობას შეძლებენ, როგორც უცხოელი კინოს მწარმოებლები, ისე ქართველი კინემატოგრაფისტები.

უკან დაბრუნება