სიახლეები & მედია

INFRAGULF AB-ის ხელმძღვანელი იოჰან ზოდერსტრომი საპარტნიორო ფონდს ეწვია

თარიღი: 27 იან 2016

შვედური კომპანიის  INFRAGULF AB-ის ხელმძღვანელი იოჰან ზოდერსტრომი  საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს და ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა. შვედური მხარე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით არის დაინტერესებული. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ჰიდროენერგეტიკულ პროექტებში ჩართულობის საკითხი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. დაინტერესება გამოითქვა ინფრასტრუქტურულ სექტორში კაპიტალდაბანდების თაობაზეც. შვედურ კომპანიასთან ერთად საქართველოში საინვესტიციო პროექტების განხორციელების ინტერესს შვეიცარიული კომპანია SWINET GROUP SA გამოთქვამს.

უკან დაბრუნება