სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტმა "საქართველოს განვითარების კორპორაციის“ კანონპროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

თარიღი: 27 იან 2016

საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრაზე კანონპროექტის საბოლოო ვერსიაზე იმსჯელეს და დეტალები შეათანხმეს. კაანონპროექტის დახვეწაზე საპარტნიორო ფონდში ერთი კვირის განმავლობაში ფრანკფურტის საფინანსო აკადემიის ექსპერტთა ჯგუფი ფონდის კონსულტანტებთან ერთად მუშაობდა. საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, რომ "საქართველოს განვითარების კორპორაციის" შესახებ კანონპროექტი მთავრობას სავარაუდოდ, თებერვლის დასაწყისში წარედგინება. „საქართველოს განვითარების კორპორაციის" მიზანია, საქართველოს ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა, ქვეყნის შედარებითი უპირატესობის გამოყენება. სამუშაო ადგილების შექმნა, ინოვაციებისა და ახალი ბიზნესების (სტარტ-აპების) მხარდაჭერა, საქართველოს რეგიონების განვითარება და დაფინანსების ადგილობრივ და საერთაშორისო წყაროებთან წვდომის ხელშეწყობა.

უკან დაბრუნება