სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდმა RIXOS-ის ვიცე პრეზიდენტს ერკან ილდირიმს უმასპინძლა

თარიღი: 27 იან 2016

საპარტნიორო ფონდში ქართულ-ყაზახური ერთობლივი პროექტის RIXOS BORJOMI-ის განვითარების გეგმა განიხილეს. შეხვედრას ყაზახური მხრიდან „ყაზმუნაიგაზ სერვისის" გენერალური დირექტორი ბატირბეკ ბაშეევი დაესწრო. შეხვედრას ესწრებოდა RIXOS BORJOMI-ის გენერალური მენეჯერი ოკან კორტელიც.
RIXOS -ის ვიცე პრეზიდენტმა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს და ფონდის წარმომადგენლებს ლიკანში მდებარე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო RIXOS BORJOM -ის განვითარების გეგმა წარუდგინა. პროექტი სასტუმრო RIXOS BORJOM -ის ტურისტული ინფრასტრუქტურის გაფართოებას ისახავს მიზნად. RIXOS BORJOM -ი (ბათუმის შემდეგ) პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიც რეგიონში აშენდა. მაღალი კლასის სასტუმრო 2015 წლის იანვარში გაიხსნა და დღეს სრული დატვირთვით მუშაობს. ქართულ- ყაზახური პროექტის საინვესტიციო მოცულობა 48 აშშ მლნ დოლარია.

უკან დაბრუნება