სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდში ფოთის ინდუსტრიული ზონის განვითარების გეგმაზე ისაუბრეს

თარიღი: 28 იან 2016

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში „რაკია ჯგუფის" წარმომადგენლები მიიღო. შეხვედრას ფოთის ინდუსტრიული ზონის დირექტორი დეივიდ ბარკერი ესწრებოდა. „რაკია ჯგუფის" მენეჯმენტმა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელთან ფოთის ინდუსტრიული ზონის განვითარების შესახებ ისაუბრეს. ფონდის აღმასრულებელ დირექტორს მათი სამოქმედო გეგმა და მიზნები გააცნეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო „რაკია ჯგუფის" მიერ დასახულ საინვესტიციო პროექტებს. მხარეებმა საპარტნიორო ფონდის მხარდაჭერის შესაძლებლობებიც განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

უკან დაბრუნება