სიახლეები & მედია

China Nuclear 23rd Company საპარტნიორო ფონდში

თარიღი: 04 თებ 2016

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე China Nuclear 23rd Company-ის დირექტორს ვანგ ხუს შეხვდა. შეხვედრაზე China Nuclear 23rd Company-ის ხელმძღვანელმა სხვადასხვა პროექტებში ჩართულობის მზადყოფნა გამოთქვა.მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პრესპექტივებზე ისაუბრეს. China Nuclear 23rd Company ინვესტირებას საქართველოს ენერგოსექტორში, ლოჯისტიკასა და წარმოების სექტორში გეგმავს. ჩინური კომპანია მზად არის კონკრეტულ პროექტებში ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერისთვის.ჩინეთის ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურულ სექტორში სიდიდით მეორე კომპანიას უკვე აქვს საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება.კერძოდ, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კოორდინირებით, კომპანია რუისი-აგარის 19 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა-რეაბილიტაციას ახორციელებს. China Nuclear 23rd Company-მ საპარტნიორო ფონდის საქმანობაზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღო.

უკან დაბრუნება