სიახლეები & მედია

საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლები საპარტნიორო ფონდში

თარიღი: 04 თებ 2016

საპარტნიორო ფონდს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, ჩინეთ-ისრაელის საინვესტიციო ფონდისა (Guangzhou Sino Israel bio industry Investment Fund) და ისრაელის საკონსულტაციო კომპანია YOYAH -ის ექსპერტები ეწვივნენ. მთავრობის გადაწყვეტილებით, დამწყები ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარეობს სტარტაპების დაფინანსების მექანიზმების შემუშავება და ამ თემაზე საკონსულტაციო შეხვედრები იმართება როგორც საპარტნიორო ფონდში ისე სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში. შეხვედრაზე მხარეებმა სტარტაპების დაფინანსების სტრუქტურა, პრინციპები და ძირითადი მექანიზმები განიხილეს. დამწყები ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების ჩამოყალიბების პროცესში, ფონდი საერთაშორისო პრაქტიკას ეცნობა. ფონდის წარმომადგენლებმა საერთაშორისო კონსულტანტებს ფონდის საინვესტიციო კონცეფცია და სტრატეგია გააცნო და სტარტაპების დაფინანსებასთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს.

უკან დაბრუნება