სიახლეები & მედია

სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის პრეზენტაცია

თარიღი: 09 თებ 2016

სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის პრეზენტაციას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან დავით სერგეენკოსთან ერთად დაესწრო. მთავრობის მიერ გამოცხადებულ სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტში ინვესტორის გამოსავლენ ტენდერში ინტერესი სამმა კომპანიამ გამოხატა, თუმცა წინადადებები ოფიციალურად ავსტრიულმა ალფამედიკ კონსორციუმმა" (AlphaMedic Consortium) წარადგინა. ავსტრიულმა კომპანიამ, კლინიკებისა და პირველადი ჯანდაცვის სექტორის განვითარების საკუთარი კონცეფციის პრეზენტაცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საპარტნიორო ფონდისთვის გამართა. საპარტნიორო ფონდი ალფამედიკ კონსორციუმის" მიერ წარმოდგენილ პროექტს შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად სწავლობს, რის შემდეგაც იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. დავით საგანელიძის განცხადებით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტი, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სფეროში განხორციელდება. „ვამაყობ, რომ საპარტნიორო ფონდი ამ პროექტის მნიშვნელოვანი მონაწილეა. ფონდში ასევე წარმატებით არის დაწყებული პროექტი, რომელიც ფარმაცევტულ სფეროში წამლების გაიაფებას უზრუნველყოფს. მოსახლეობამ უკვე შენიშნა, რომ წამლები იაფდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრეპარატებზე ფასი მინიმუმ 30%-ით დაიკლებს, ხოლო როცა ახალი ფარმაცევტული ქარხანა დაიწყებს ფუნქციონირებას წამლების ღირებულება განახევრდება. რაც შეეხება საქართველოში პირველ მაშტაბურ რეფორმას, რომელიც ჰოსპიტალურ და ჯანდაცვის სფეროში უნდა განხორციედეს, ყველაზე საუკეთესო შეთავაზება ტენდერში ალფამედიკმა წარმოადგინა. ახლა, სწორედ მათი წინადადებების შესწავლა-დამუშავება მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, აღნიშნული კომპანია გამარჯვებულად ჯერ არ გამოგვიცხადებია. გადაწყვეტილებას წარმოდგენილი წინადადებების დეტალურად განხილვის შემდეგ მივიღებთ’’, აღნიშნა დავით საგანელიძემ. მისივე განცხადებით, „ალფამედიკი" საკმაოდ სერიოზული და ძლიერი კომპანიაა, რომელსაც ანალოგიური რეფორმა ბევრ ქვეყანაში აქვს წარმატებულად განხორციელებული. პროექტის ღირებულება დაახლოებით ნახევარ მილიარდ დოლარამდეა. „ინვესტორს ვალდებულება აქვს მოიზიდოს დამატებითი ფინანსები. სახელმწოფო კი საპარტნიორო ფონდის სახით მიიღებს მონაწილეობას. თანხის ოდენობა ჯერ განსაზღვრული არ არის. ჩვენ მხოლოდ საწყის ეტაპზე რამოდენიმე წელი ვმონაწილეობთ ბიზნესში, რათა გავაძლიეროდ მათი საწყისი კაპიტალი. აწყობილი ბიზნესი კი რჩება ჩვენს პარტნიორს, საპარტნიორო ფონდი კი იბრუნებს თანხას გარკვეული მოგებით. ვფიქრობ, რომ სახელმწიფო და კერძო სექტორების პარტნიორობის (PPP) პროექტები კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანაარსებობის საუკეთესო მაგალითია, როგორც ფარმაცევტულ, ასევე ჰოსპიტალურ სფეროში", აღნიშნა დავით საგანელიძემ. საპარტნიორო ფონდმა კონსულტანტ კომპანია გლობალური ალიანსთან" (Global Alliance for Health and Social Compact) ერთად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა განახორციელა. კვლევის საფუძველზე სამთავრობო ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების პროგრამის ფარგლებში, მთავრობის მიერ გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც მონაწილე სამი კომპანიიდან გამარჯვების პრეტენდენტი „ალფამედიკ კონსორციუმი" გახდა. სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულ კომპანიას ეკისრება ვალდებულება, საჯარო და კერძო პარტნიორობის ფორმატში, მოიზიდოს ინვესტიციები და განახორციელოს სამედიცინო კლინიკების განვითარების კონცეფცია. ასევე საქართველოს მასშტაბით განავითაროს მაღალტექნოლოგიური მეთოდებით და სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი ამბულატორიული ქსელისამედიცინო კლინიკების განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევა მოიცავს შპს თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს"; ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე განთავსებულ უძრავი ქონებას და სს უნივერსალურ სამედიცინო ცენტრს." (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრი)


უკან დაბრუნება