სიახლეები & მედია

LPL SHIPPING. S.A. საპარტნიორო ფონდში

თარიღი: 16 თებ 2016

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ გადამზიდავი კომპანია LPL SHIPPING. S.A. -ს წარმომადგენლები მიიღო. შეხვედრას LPL SHIPPING. S.A.-ს გენერალური დირექტორი და საბერძნეთსა და სერბეთში საქართველოს ელჩი სოსო ნანობაშვილი ესწრებოდა. დავით საგანელიძემ სტუმრებს ფონდის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. კომპანია საზღვაო მარშრუტით მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით, ქართული პროდუქციის ტრანსპორტირებით არის დაინტერესებული. მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს

უკან დაბრუნება