სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე სამთავრობო ვიზიტის ფარგლებში სტამბოლში იმყოფება

თარიღი: 24 თებ 2016

საქართველოს დელეგაცია ვიცე პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის   დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით შეხვედრებს თურქეთის საფინანსო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან მართავს,  დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრა თურქეთის ეკონომიკის მინისტრთან მუსტაფა ელიტასთან, სადაც განხილული იქნება ორმხრივი სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები, მათ შორის, ქვეყნებს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების უფრო ეფექტიანი ამოქმედების მიმართულებით. დაგეგმილია შეხვედრა ასევე ექსპორტიორთა კავშირში. ქართული დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს, თურქეთის წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრაში, რომელიც თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების კოლეგიისა (DEIK) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით იმართება. ღონისძიების მხარდამჭერები არიან ასევე საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში და საქართველოს გენერალური საკონსულო სტამბოლში. საქართველოს დელეგაციის წევრები თურქეთის ბიზნეს წრეებთან საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და რეფორმების შესახებ პრეზენტაციას გამართავენ. სტამბოლში ქართული დელეგაციის ორ დღიანი ვიზიტი 26 თებერვალს სრულდება.

უკან დაბრუნება