სიახლეები & მედია

დავით საგანელიძე ოფიციალური ვიზიტით ჰონგკონგსა და ჩინეთში იმყოფება

თარიღი: 16 მარ 2016

დაიწყო საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში საპარტნიორო ფონდის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ჰონკონგის აბრეშუმის გზის კვლევითი ცენტრსა და პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ აბრეშუმის გზის სტრატეგიის ფორუმში, სადაც მთავარ მომხსენებლად მიწვეულია დავით საგანელიძე. დაგეგმილია ასევე საპარტნიორო ფონდის დელეგაციის შეხვედრები სამთავრობო უწყებებსა და ჩინური საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. დავით საგანელიძე მონაწილეობას მიიღებს ბოაოს ფორუმში, რომელიც დავოსის შემდეგ, მასშტაბურობითა და მნიშვნელობით, მსოფლიოში მეორე ფორუმია. ამასთანავე, დავით საგანელიძე ფორუმის მონაწილე ორგანიზაციების პირველ პირებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავს. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ქალაქ იუში ქართული ღვინის სახლის გახსნას დაესწრება და შეხვედრებს გამართავს ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან.

უკან დაბრუნება