სიახლეები & მედია

კომპანია Korea Hydro & Nuclear Power (KHNP) საპარტნიორო ფონდში

თარიღი: 23 მარ 2016

საპარტნიორო ფონდს კორეული ენერგეტიკული კომპანიის Korea Hydro & Nuclear Power (KHNP) დელეგაცია ეწვია, რომელიც საქართველოში საინვესტიციო საქმიანობით არის დაინტერესებული. Korea Hydro & Nuclear Power (KHNP), რომელიც ენერგეტიკის სფეროში მოღვაწეობს, საქართველოს ენერგოსექტორში არსებული ვითარების გაცნობის მიზნით, ენერგეტიკის სამინისტროსა და საპარტნიორო ფონდში მართავს შეხვედრებს. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ სტუმრებს ფონდის ენერგეტიკული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, მათ შორის ისაუბრა „ნენსკრა ჰესის" პროექტზე, რომლის ინვესტორი კორეული კომპანია „ქეი ვოთერია"(K_Water). Korea Hydro & Nuclear Power (KHNP) სამხრეთ კორეაში 44 ელექტროსადგურის მფლობელია, მათ შორის 35 ჰიდროელექტროსადგურია. კომპანია სამხრეთ კორეის ენერგეტიკული ბაზრის 30 პროცენტზე მეტს ამარაგებს ელექტროენერგიით.

უკან დაბრუნება