სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდის დელეგაცია „ბოაოს საერთშორისო ფორუმში“ მონაწილეობს

თარიღი: 25 მარ 2016

საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძისა და საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი ჩერქეზიშვილის შემადგენლობით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტს აგრძელებს. ოფიციალური დელეგაცია მონაწილეობას „ბოაოს საერთაშორისო ფორუმში" იღებს. დავოსის შემდეგ, მნიშვნელობით მეორე საერთშორისო ფორუმი სახელწოდებით, „აზიის ახალი მომავალი, ახალი დინამიკა და ახალი ხედვა" 22 მარტს გაიხსნა და 25 მარტს დაიხურება. ბოაოს რიგით მე-16 ფორუმი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ მინისტრმალი კექიანგ-მა გახსნა. ფორუმს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პირველი პირები, უმსხვილესი საერთშორისო კომპანიების დამფუძნებლები და ბანკებისა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებიან. „ბოაოს საერთაშორისო ფორუმის" მონაწილეებმა მსოფლიო ეკონომიკის მდგარობის, რისკების იდენტიფიცირების, პრევენციული ღონისძიებების, ახალი შესაძლებლობების, ენერგოეფექტურობის, ფინანსების მართვის, სავალუტო ომისა და ახალი გამოწვევების შესახებ იმსჯელეს. ბოაოს ფორუმის ფორმატში გაიმართა ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები. საპარტნიორო ფონდის დელეგაციამ ფორუმის მონაწილე ორგანიზაციების პირველ პირებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. შეხვედრა შედგა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძესა და ახალი ზელანდიის ყოფილ პრემიერ მინისტრთან, ამჟამად პარლამენტის უმრავლესობის თავმჯდომარესთან ჯენი შიპლეისთან. საუბარი შეეხო ახალი ზელანდიის გამოცდილების გაზიარებას სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის კუთხით. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებზე გაამახვილეს ყურადღება. დავით საგანელიძემ ფორუმის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრა გამართა ჩინეთის ექსპორტ იმპორტის ბანკისა და Bank of China-ს მიერ დაფუძნებულChina-Eurasian Economic Cooperation Fund-ისპრეზიდენტთან. ფონდი საქართველოს სხვადასხვა სექტორში ინვესტირებით ინტერესდება და უახლოეს მომავალში კონკრეტული წინადადებებით საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს გეგმავს. ორმხრივი შეხვედრა შედგა ასევე, სასტუმროების მშენებელი, მფლობელი და მმართველი კომპანიის Longyu Construction Group-ის თავმჯდომარესთან ჩანგ იუჰონგთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარების შესაძლებლობებს. ფონდის მენეჯმენტმა კომპანიის წარმომადგენლებს საქართველოში, წყალტუბოსა და რაჭის რეგიონების ტურისტული პოტენციალი და საკურორტო ზონების პერსპექტივები გააცნო. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დრექტორი ფორუმის ფარგლებშიVisa Inc-ისვიცე პრეზიდენს ელე რიჩის, ძილინის პროვინიციის ვიცე გუბერნატორს ჯიან იუ ვეის და სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. ფორუმის ბოლო დღეს დავით საგანელიძე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის( AIIB )პრეზიდენტს ჯინ ლი ქუნ-ს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების შესაძლებლობას. ბანკის პრეზიდენტის ჯინ ლი ქუნ-ის განცხადებით საქართველოში სპეციალურ დელეგაციას გამოუშვებს საკითხის შესასწავლად. ფორუმის ფარგლებში, საქართველო ჩინეთის სავაჭრო- ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ დავით საგანელიძემ ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა. მედიის წარმომადგენლებთან საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ყურადღება საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობის გლობალურ მნიშვნელობაზე და ერთი სარტყელი, ერთი გზა ინიციატივაში საქართველოს როლზე გაამახვილა ყურადღება.

 

უკან დაბრუნება