სიახლეები & მედია

თურქი ბიზნესმენების შეხვედრა „საპარტნიორო ფონდში“

თარიღი: 28 აგვ 2013

ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძეს თურქეთის პარლამენტის წევრი, საქართველო თურქეთის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ჰუსეინ შაჰინი და „სტარვუდის" პრეზიდენტი მეჰმედ ილდიზი მიიღო. შეხვედრას საქართველოში თურქეთის ელჩიც დაესწრო. ირაკლი კოვზანაძე თურქეთის დელეგაციის წევრებს ფონდის მუშაობის პრინციპებსა და თანამშრომლობის შესაძლებლობები გააცნო. კოვზანაძემ სტუმრებს იმ სექტორებში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა, სადაც „საპარტნიორო ფონდი" ძირითად პროექტებს ახორციელებს. „სტარვუდს" საქართველოში ახალი ინვესტიციის განხორციელება სურს, საპარტნიორო ფონდში შეხვედრა სწორედ ამ საკითხს უკავშირდებოდა.  საქართველოში ინვესტირებით თურქეთის მსხვილი საინვესტიციო კომპანიებია დაინტერესებული, რომელთაც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ინვესტირების მდიდარი გამოცდილება აქვთ. „საპარტნიორო ფონდი" ამ ეტაპზე, უკვე თანამშრომლობს ერთ–ერთ უმსხვილეს თურქულ საინვესტიციო კომპანია „ჩალიკ ჯგუფთან", რომელთან ერთად გარდაბანში ენერგეტიკული პროექტი ხორციელდება.  

უკან დაბრუნება