სიახლეები & მედია

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები რუხის სავაჭრო ცენტრში

თარიღი: 28 მაი 2016

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები რუხისმულტიფუნქციურ სავაჭრო ცენტრს ესტუმრნენ. სავაჭრო ცენტრის დირექტორმა, დავით მაჭავარიანმა ელჩებს ცენტრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მისმნიშვნელობაზე ესაუბრა. "პროექტის განხორციელების ძირითადი მიზანი იყო ..საზღვრის მიღმამცხოვრები მოსახლეობისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, რათა მათ შეძლებოდათ თავისსაცხოვრებელი ადგილიდან მაქსიმალურად ახლოსმიეღოთ საჭირო პროდუქტი დამომსახურება," აღნიშნა დავით მაჭავარიანმა. საპარტნიორო ფონდმა რუხის სავაჭრო ცენტრის სამშენებლო სამუშაოები 2015 წლისსექტემბერში დაიწყო და 2016 წლისიანვარში დასრულდა. მშენებლობის პროცესში ობიექტზე დასაქმებული იყო 300 ადგილობრივი მაცხოვრებელი. ცენტრი გაიხსნა გაზაფხულზე და მუდმივად უკვე დაასაქმა 30–მდე ადგილობრივი. კომპანიების სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის ფონდმა მიმზიდველი კომერციული დატექნიკური პირობები შექმნა. სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილია საცალო დასაბითუმო, ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები, ჰიპერმარკეტი, ღია ტიპისბაზარი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო მომსახურების ობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა,აფთიაქი დასხვა. ცენტრში საკუთარი მაღაზიები უკვე გახსნეს გორგიამ, საგამ, თეგეტა მოტორსმა, ლიბრემ და სხვა. სავაჭრო ცენტრის შუა ნაწილში განთავსებულია ღიაბაზარი, სადაცშესაძლებელია ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერმათ მიერ მოყვანილი სასოფლო სამეურნეო პროდუქტების რეალიზება, ღია ბაზარი სულ 370 დახლს მოიცავს.შენობების საერთო ფართი 10000 2-შეადგენს, კომპლექსი ჯამში 10 შენობითაა წარმოდგენილი, ხოლოსავაჭრო ცენტრის საერთო განაშენიანების ფართობი 5 ჰექტარია. შენობები აგებულია ევროპული სტანდარტის დაცვით, რომელიც მიღებულია ამტიპის ობიქტების მშენებლობაში. სავაჭრო ფართები აღჭურვილია განათების, ვენტილაცია/კონდიცირების, გათბობის თანამედროვე სისტემებით. პროექტის ღირებულება 15 მლნ ლარამდეასაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სამეგრელოს რეგიონს 28–29 მაისს ეწვივნენ.

უკან დაბრუნება