სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდმა Imereti Greenery-ის სათბურის მშენებლობა დაასრულა

თარიღი: 30 ნოე -0001

სათბური სამტრედიაში მდებარეობს და საპარტნიორო ფონდმა მისი გაფართოება 2016 წლის იანვარში დაიწყო. პროექტის ფარგლებში ფონდმა სასათბურე მეურნეობა დამატებით 1, 6 ჰექტარზე გააფართოვა. „სასათბურე მეურნეობის გაფართოების მიზანია იმპორტული პროდუქციის ადგილობრივით ჩანაცვლება და ექსპორტზე გატანა. ეს პროექტი დიდ როლს ითამაშებს სოფლის მეურნეობის განვითარებაში, რადგან იგი ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიით არის აღჭურვილი,"განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჯოს დოუმა, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი. პროექტის პარტნიორებია ჰოლანდიური კომპანიები Georgian Freshholding B.V-ი და Food Venture B.V, რომლებმაც სამტრედიაში სხვადასხვა ტიპის სალათის ფურცლების მოყვანა 2015 წლის იანვრიდან დაიწყეს. გაფართოების შემდეგ კი იგეგმება სხვადასხვა სახის ბოსტნეულის მოყვანა, რომელიც ეტაპობრივად დაემატება და წარმადობას 1000 ტონით გაზრდის. ბოსტნეული ადგილობრივ ბაზარზე უკვე იყიდება, თუმცა ასევე იგეგმება მისი ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში. სათბურში ამჟამად 23 ადამიანია დასაქმებული, ხოლო გაფართოების დასრულების შემდგომ მათი რიცხვი 50-მდე გაიზრდება. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 4,2 მლნ. ევროა, საპარტნიორო ფონდის თანამონაწილეობა კი 1,4 მლნ. ევროს შეადგენს. Georgian Fresh Holding B.V-მა სასათბურე მეურნეობის განვითარების ოპერირების მიზნით შპს Imereti Greenery დააფუძნა.


უკან დაბრუნება