სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდმა „შულც გლობალ ინვესტმენტ“-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

თარიღი: 17 ივნ 2016

საპარტნიორო ფონდმა ამერიკულ კომპანია - „შულც გლობალ ინვესტმენტთან" (SCHULZE GLOBAL INVESTMENTS) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. ოფიციალური ხელმოწერის ცერემონიას „შულც გლობალ ინვესტმენტ"-ის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე ბენარდი, კომპანიის მმართველი დირექტორი მიხეილ ნიბლაძე, მთავრობის წარმომადგენლები, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ასევე საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ავღანეთსა და ერაყში ზალმაი ხალიზადი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი ნიკოლას ბერლინერი დაესწრნენ. ხელმოწერის ცერემონია მიეძღვნა საპარტნიორო ფონდის მიერ დაგეგმილ 5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიციას „კავკასიის განახლებად ენერგეტიკულ ფონდში," რომელიც დაფუძნებულია ამერიკული კომპანია „შულც გლობალ ინვესტმენტის" მიერ და მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში ინვესტიციების განხორციელებას. საპარტნიორო ფონდი ენერგეტიკის სფეროში რამდენიმე პროექტში უკვე მონაწილეობს, მათ შორისაა ორი ჰესი სვანეთში - 280 მგვტ ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, რომლის პოტენციური გამომუშავება: 1.2 მლრდ კვტ/სთ-ია და 10 მგვტ სიმძლავრის ჰიდროსადგური კასლეთი 2, წლიური პოტენციური გამომუშავებით 43 მლნ. კვტსთ-ი და ასევე 17 მგვტ ლუხუნი 2 ჰიდროელექტროსადგური რაჭაში.

უკან დაბრუნება