სიახლეები & მედია

Relais of Thermal Group-ის წარმომადგენლებმა იმერეთის და რაჭის კურორტები დაათვალიერეს

თარიღი: 06 ივლ 2016

ესპანური კომპანია Relais of Termal Group-ის დელეგაციამ, რომელიც საქართველოში ბალნეოლოგიური ცენტრის აშენებით არის დაინტერესებული, დასავლეთ საქართველოს ბალნეოლოგიური ცენტრები მოინახულა. კომპანიის დირექტორმა ფერნანდო ფრაილე გარსიამ და საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებმა იმერეთში, წყალტუბოს საკურორტო ზონა და რაჭის ტურისტული კურორტები მოინახულეს. Relais of Termal Group-ი მსოფლიოში ცნობილი გამაჯანსაღებელი სპა და ბალნეოლოგიული ცენტრების მფლობელი ესპანური კომპანიაა. კომპანიის დელეგაცია საქართველოს კონკრეტული საინვესტიციო წინადადებებით ესტუმრნენ. ესპანელები ქვეყნის სამედიცინო ტურიზმის სექტორში ინვესტირებით არიან დაინტერესებულნი. Relais of Termal Group-ის ვიზიტი საქართველოში ამა წლის აპრილის თვეში საპარტნიორო ფონდის დელეგაციის ესპანეთში ყოფნის დროს დაიგეგმა. ესპანეთში ვიზიტის დროს, ფონდის წარმომადგენლები Relais of Termal Group-ის დამფუძნებელს, ესპანეთის ტურიზმის ხარისხის კონტროლის ინსტიტუტისა და ბალნეოლოგიური ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტს მიგელ მირონესს შეხვდნენ.


უკან დაბრუნება