სიახლეები & მედია

რუხის სავაჭრო ცენტრში "სტარტაპების" პრეზენტაცია გაიმართა

თარიღი: 12 ივლ 2016

რუხის სავაჭრო ცენტრში საპარტნიორო ფონდმა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის" მორიგი პრეზენტაცია სამეგრელო-ზემოსვანეთის რეგიონისთვის გამართა. პროგრამის კოორდინატორებმა რუხისსავაჭრო ცენტრშ შეკრებილ მოსახლეობას პროგრამის, მასში მონაწილეობის წესების დაპირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. პრეზენტაციაზე ერთ ერთმა ადგილობრივმა საკუთარი ბიზნეს იდეის ნიმუში წარმოადგინა და მის ინოვაციურობაზე ისაუბრა. მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, საპრტნიორო ფონდმა დაინოვაციების დატექნოლოგიების სააგენტომ დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის"განხორციელება 17 ივნისს დაიწყოპროგრამის მიზანია მათვისაც არაქვს ფინანსური სახსრები მიეცეთ უნიკალური შანსიგანახორციელონ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნეს იდეები დადაიწყონ საკუთარი ბიზნესიპროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარსგამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრომეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოსპროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე პირი ანპირთა ჯგუფი,ვისაც აქვსსიახლეზე ორიენტირებული და პერსპექტიული ბიზნეს წინადადება და მისიგანხორციელებისთვის ესაჭიროება საწყისი დაფინანსებასაპარტნიორო ფონდის მიერსპეციალურად შექმნილი შვილობილი კომპანია "სტარტაპ საქართველო"თითოეულ დაფინანსებულ ბენეფიციართან ერთადშექმნის ახალკომპანიას (სტარტაპს), რომელშიც ფონდი კაპიტალის სახით შეიტანს 15 000 ლარიდან 100 000 ლარამდე. ამ მოდელით, პროგრამის ბენეფიციარს თანამონაწილეობის სახით,მხოლოდ პროექტის ჯამური ღირებულების მინიმუმ 10%-ისოდენობის თანხის შეტანა მოუწევს, ხოლო მისიბიზნეს იდეაავტომატურად შეფასდება, როგორც ერთობლივი კომპანიის კაპიტალში სულ მცირე45%-იანი შენატანი. შესაბამისად, მხოლოდ 10%-ანი თანხობრივი თანამონაწილოების პირობებში პროგრამის ბენეფიციარი ხდება 50%-იანიან მეტი წილისმფლობელი ახალკომპანიაში. ამასთან, შემდგომში ბენეფიციარს მიეცემა შესაძლებლობა გამოისყიდოს ფონდის წილიერთობლივ კომპანიაში შეღავათიანი პირობებით ან მოიძიოს სხვა ინვესტორებიუნიკალური ინოვაციური იდეისშემთხვევაში საქართველოს ინოვაციებისა დატექნოლოგიების სააგენტო მაქსიმუმ 100 000 ლარისოდენობით დააფინანსებს მაღალტექნოლოგიური დარგის სტარტაპებს. ასეთდროს ბენეფიციარს აღარ მოეთხოვება პროექტის თანადაფინანსება და მისიწილი კომპანიაში 95% იქნებაგანაცხადების მიღება დაიწყო 2016 წლის 17 ივნისიდან და გაგრძელდება 31 ივლისის ჩათვლით. განაცხადის ფორმა,შევსების წესიდა პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდა სპეციალურად შექმნილ ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს ასევე ემსახურებიან ტექნოლოგიური პარკის შენობაში, სადაცგანთავსებულია პროგრამის ფრონტ-ოფისი.ასევემოქმედებს სატელეფონო ცხელი ხაზი+995 322900030. პროექტების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით„სტარტაპ საქართველოს" შემდეგ პრეზენტაცია 13 ივლისს ქუთაისსა და ამბროლაურში გაიმართება. ამასთან, მოსახლეობის უკეთინფორმირებისთვის, პროგრამის კოორდინატორები დაინტერესებულ პირებს იწვევენ ღია კარისდღეზე, რომელიც გაიმართება: 14 და28 ივლისს, 19 საათზე, ოქროყანაში, ტექნოლოგიურ პარკში.

უკან დაბრუნება