სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდმა IPM-თან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა

თარიღი: 13 ივლ 2016

საპარტნიორო ფონდმა ბრიტანულ-სლოვაკურ საინვესტიციო ჯგუფ InfraPartners Management-თან (IPM) ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა. InfraPartners Management-ი მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს საქართველოში საპარტნიორო ფონდთან. კერძოდ, კომპანია დაინტერესებულია ინვესტიციები განახორციელოს განახლებადი ენერგიების, ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სხვა სექტორებში. პირველ ეტაპზე InfraPartners Management-ი საპარტნიორო ფონდთან და ქართულ-სლოვაკურ კომპანია „ჯინო გრიინსითისთან" ერთად განიხილავს მწვანე ქალაქის პროექტის დაფინანსების შესაძლებლობას, რომელიც გულისხმობს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკოლოგიური, მწვანე ენერგიაზე მომუშავე ქალაქის და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას. IPM არის ლონდონში დაფუძნებული, მართვის და საკონსულტაციო მომსახურების გლობალური ბრიტანულ-სლოვაკური ფონდი. IPM-ის გუნდი დიდი გამოცდილების პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული. მათი ინტერესის სფეროა: ინფრასტრუქტურული დაფინანსება, პროექტის მენეჯმენტი, ფინანსური მოდელირება და სტრუქტურირება და ა. შ.

უკან დაბრუნება