სიახლეები & მედია

„დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის“ ღია კარის დღე ტექნოპარკში

თარიღი: 14 ივლ 2016

დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის"გაცნობის მიზნით ტექნოპარკში მორიგი ღია კარისდღე გაიმართა. პროგრამის კოორდინატორებმა დაინტერესებულ პირებს კითხვა-პასუხის რეჟიმში დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს პროგრამაში მონაწილეობის წესების დაპირობების  შესახებპროგრამის მიზანია მათვისაც არაქვს ფინანსური სახსრები მიეცეთ უნიკალური შანსი განახორციელონ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნეს იდეები დადაიწყონ საკუთარი ბიზნესიპროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოსპროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე პირი ან პირთა ჯგუფივისაც აქვს სიახლეზე ორიენტირებული და პერსპექტიული ბიზნეს წინადადება და მისი განხორციელებისთვის ესაჭიროება საწყისი დაფინანსება. საპარტნიორო ფონდის მიერ სპეციალურად შექმნილი შვილობილი კომპანია "სტარტაპ საქართველოთითოეულ დაფინანსებულ ბენეფიციართან ერთად შექმნის ახალკომპანიას (სტარტაპს), რომელშიც ფონდი კაპიტალის სახით შეიტანს 15 000 ლარიდან 100 000 ლარამდე. ამ მოდელით, პროგრამის ბენეფიციარს თანამონაწილეობის სახითმხოლოდ პროექტის ჯამური ღირებულების მინიმუმ 10%-ისოდენობის თანხის შეტანა მოუწევს, ხოლო მისი ბიზნესიდეა ავტომატურად შეფასდება, როგორც ერთობლივი კომპანიის კაპიტალში სულ მცირე45%-იანი შენატანი. შესაბამისად, მხოლოდ 10%-ანი თანხობრივი თანამონაწილეობის პირობებში პროგრამის ბენეფიციარი ხდება 50%-იანიან მეტი წილის მფლობელი ახალ კომპანიაში. ამასთან, შემდგომში ბენეფიციარს მიეცემა შესაძლებლობა გამოისყიდოს ფონდის წილი ერთობლივ კომპანიაში შეღავათიანი პირობებით ან მოიძიოს სხვა ინვესტორებიუნიკალური ინოვაციური იდეის შემთხვევაში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მაქსიმუმ 100 000 ლარის ოდენობით დააფინანსებს მაღალტექნოლოგიური დარგის სტარტაპებს. ასეთ დროს ბენეფიციარს აღარ მოეთხოვება პროექტის თანადაფინანსება და მისი წილი კომპანიაში 95% იქნებაპროგრამაში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება დაიწყო 2016 წლის 17 ივნისიდან და გაგრძელდება 31 ივლისის ჩათვლით. განაცხადის ფორმაშევსების წესიდა პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდა სპეციალურად შექმნილ ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს ასევე ემსახურებიან ტექნოლოგიური პარკის შენობაში, სადაც განთავსებულია პროგრამის ფრონტ-ოფისი. ასევე მოქმედებს სატელეფონო ცხელი ხაზი +995 322900030. პროექტების შერჩევა მოხდება კონკურსის წესითმოსახლეობის უკეთ ინფორმირებისთვის, პროგრამის კოორდინატორებმა რეგიონების მოსახლეობისთვის პრეზენტაციები გამართეს. შეხვედრები დაიწყო 28 ივნისიდან და მოიცვა სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, ქვემო ქართლის, აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის დარაჭის რეგიონებიმომდევნო ღია კარისდღე ტექნოპარკში 28 ივლისს, 19 საათზე გაიმართება.


უკან დაბრუნება