სიახლეები & მედია

რუხის სავაჭრო ცენტრში ფუნქციონირებას „ბელუქსი" იწყებს

თარიღი: 04 აგვ 2016

რუხის სავაჭრო ცენტრში ოპერირებას იწყებს საქართველოში ავეჯისყველაზე დიდი მაღაზიათა ქსელიბელუქსი". მაღაზია 200 2 განთავსდება და10 ადგილობრივს დაასაქმებსსავაჭრო ცენტრში ქსელს აფართოვებს მსხვილი ავეჯისმაღაზიათა ქსელი ემბავუდი", ამ ეტაპზემიმდინარეობს დამატებითი ფართების შიდა სარემონტო და ავეჯით მომარაგების სამუშაოები, მაღაზია სრული დატვირთვით ოპერირებას 10 დღეში დაიწყებს და ჯამში 400 2 იქნება წარმოდგენილი, მაღაზია დამატებით 10 ადგილობრივს დაასაქმებს. ზუგდიდის რაიონში მდებარე რუხისსავაჭრო ცენტრსავეჯის მაღაზია ემბავუდი" და სუპერმარკეტი იალჩინი" ერთი თვის წინ შეემატა. ობიექტებზე დამატებით 20-მდე ადგილობრივი დასაქმდამულტიფუნქციურ ცენტრში წარმატებით ოპერირებენ სურსათის ჰიპერმარკეტი ლიბრეს"ფილიალი, რომელიც ადგილობრივ მომხმარებელს პირველადი მოხმარების და სხვა ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებს სთავაზობს, საშენმასალათა ყველაზე დიდი მაღაზიების ქსელისგორგიას" ფილიალი დაავტოსერვისის ლიდერი კომპანია"თეგეტამოტორსის" მაღაზია და სერვისცენტრირუხის სავაჭრო კომპლექსში განლაგებულია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბრენდირებული და არაბრენდირებული კომპანიები. სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილია საცალო,საბითუმო, ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები, სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი, ღიატიპის ბაზარი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო მომსახურების ობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა,აფთიაქი და სხვა. კომპლექსი 10 შენობითაა წარმოდგენილი, რომელთა საერთოფართი 10 000 2- შეადგენს, ხოლო საერთო განაშენიანების ფართობი 5 ჰექტარია. შენობები აგებულია უმაღლესი ევროპული სტანდარტით დაცვით. სავაჭრო ფართები აღჭურვილია გათბობა ვენტილაცია/კონდიცირების, თანამედროვე სისტემებითსაპარტნიორო ფონდმარუხის სავაჭრო ცენტრის სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის სექტემბერში დაიწყოდა 2016 წლის იანვარში დაასრულდა. მშენებლობის პროცესში ობიექტზე ყოველდღიურად 300 ადგილობრივი მაცხოვრებელი იყოდასაქმებული. ცენტრის სრულად დატვირთვის შემდეგ კი მუდმივად 700-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება, რაც პირდაპირ აისახება რეგიონის მოსახლეობის ეკონომიკური ცხოვრების გაუმჯობესებაზე. პროექტის ღირებულება 15 მლნ ლარამდეა. სავაჭრო ცენტრის მშენებლობა დამისი ფუნქციონირება საპარტნიორო ფონდმაგანხორციელა.


უკან დაბრუნება