სიახლეები & მედია

„სტარტაპ საქართველოს“ პროექტზე 726 განაცხადია წარდგენილი

თარიღი: 05 აგვ 2016

დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში 726 განაცხადია წარდგენილი, მათ შორის ინოვაციების ნაწილში 580 განაცხადი, ხოლო მაღალტექნოლოგიურ კომპონენტში - 146 პროექტი.მაღალტექნოლოგიურ ბიზნეს პროექტებს ორი კვირის განმავლობაში განიხილავენ სილიკონ ველის" ექსპერტები, რომლებიც საქართველოში 22 აგვისტოს ჩამოვლენ. საუკეთესო სტარტაპებს საშუალება მიეცემათ პირისპირ წარსდგნენ ექსპერტების წინაშე და გააცნონ თავიანთი მაღალტექნოლოგიური ბიზნესიდეა. აღნიშნულ კომპონენტში შემოსულია განაცხადები შემდეგი დარგებიდან: საინფორმაციო ტექნოლოგიები, მობილური აპლიკაციები, ხელოვნური ინტელექტი, განახლებადი ენერგეტიკა, ბიო ტექნოლოგიები, ელექტრონული სწავლება და სხვაინოვაციების კომპონენტში მიღებული განაცხადების გადარჩევა უკვე დაწყებულია და აგვისტოს ბოლომდე დასრულდება.მიღებულია განაცხადები თითქმის ყველა სფეროდან, მათ შორის წარმოება, მომსახურება, ინფორმაციული ტექნოლოგიები, განათლება, ელექტრონული მოწყობილობები და სხვა. აღსანიშნავია, რომ განაცხადების საკმაოდ დიდი რაოდენობა რეგიონებიდან შემოვიდა. ყველა განაცხადზე გადაწყვეტილებას მიიღებს კომიტეტი, რომელიც შედგება9 წევრისგან, მათ შორის იქნებიან საპარტნიორო ფონდის, სტარტაპ საქართველოს, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმოადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტებიინოვაციური ბიზნესიდეების განხილვა განხორციელდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე განხორციელდება განაცხადების ზოგადი განხილვა, კერძოდ შეფასდება ინოვაციურობის ელემენტის არსებობა და წარმოდგენილი იდეის შესაბამისობა პროგრამის მოთხოვნებთან, მიზნებთან და ამოცანებთანმეორე ეტაპზე დაიწყება წარმოდგენილი პროექტების არსებითი განხილვა, რაც მოიცავს კონკრეტული განაცხადის რისკების, ბიზნესმდგრადობის, საინვესტიციო მიმზიდველობის, პროექტის განმახორციელებელი გუნდის უნარების და სხვა მახასიათებლების შეფასებას. პირველ ეტაპზე მოწონებულ ყველა ბიზნეს იდეაზე მომზადდება პრეზენტაცია და წარედგინება კომიტეტს. საბოლოოდ შერჩეული განაცხადები მიიჩნევა კონკურსში გამარჯვებულადსექტემბრის დასაწყისში გამოცხადდება გამარჯვებული პროექტების სია. რაც შეეხება დაფინანსების ეტაპს, კონტრაქტების გაფორმება და თანხების გადარიცხვა სექტემბერში დაიწყებადამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის" მიზანიახელი შეუწყოს დამწყებ მეწარმეებს. პროგრამის მონაწილეებს, რომლებსაც არ აქვ საკმარისი ფინანსური სახსრები ბიზნესის დაწყების, ან განვითარებისათვის, ეძლევათ უნიკალური შანსი განახორციელონ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნესიდეები და დაიწყონ საკუთარი ბიზნესი.  პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოსსაპარტნიორო ფონდის მიერ სპეციალურად შექმნილი შვილობილი კომპანია "სტარტაპ საქართველო" თითოეულ დაფინანსებულ ბენეფიციართან ერთად შექმნის ახალ კომპანიას (სტარტაპს), რომელშიც ფონდი კაპიტალის სახით შეიტანს 15 000 ლარიდან 100 000 ლარამდე. ამ მოდელით, პროგრამის ბენეფიციარს თანამონაწილეობის სახით, მხოლოდ პროექტის ჯამური ღირებულების მინიმუმ 10%-ის ოდენობის თანხის შეტანა მოუწევს, ხოლო მისი ბიზნეს იდეა ავტომატურად შეფასდება, როგორც ერთობლივი კომპანიის კაპიტალში სულ მცირე 45%-იანი შენატანი. შესაბამისად, მხოლოდ 10%-ანი თანხობრივი თანამონაწილეობის პირობებში პროგრამის ბენეფიციარი ხდება 50%-იანი, ან მეტი წილის მფლობელი ახალ კომპანიაში. ამასთან, შემდგომში ბენეფიციარს მიეცემა შესაძლებლობა გამოისყიდოს ფონდის წილი ერთობლივ კომპანიაში შეღავათიანი პირობებით, ან მოიძიოს სხვა ინვესტორები. უნიკალური ინოვაციური იდეის შემთხვევაში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო დააფინანსებს მაღალტექნოლოგიური დარგის სტარტაპებს მაქსიმუმ 100 000 ლარის ოდენობით, ამასთან, ბენეფიციარს აღარ მოეთხოვება პროექტის თანადაფინანსება და მისი წილი კომპანიაში 95% იქნება.


უკან დაბრუნება