სიახლეები & მედია

„სტარტაპ საქართველოს“ ინოვაციური კონკურსის გამარჯვებულები

თარიღი: 01 სექ 2016

•ორგანულ - მინერალური სასუქების წარმოება
•შინაურ ცხოველთა საკვების ქარხანა
•თამაშობანა
•უწყლოდ ავტო–რეცხვა
•მობილური არქიტექტურა კონსტრუქციული სენდვიჩ პანელებით
•დეკორატიული ფილების და კერამიკული სივრცული აგურის წამოება-რეალიზაცია
•სასარგებლო ნემატოდების წარმოება საქართველოში მცენარეთა ბიოლოგიური დაცვისათვის
•კლინიკა ონლაინ
•ვაშლის ჩიფსების წარმოება
•მიკრობოსტნეულის სათბური
•ინოვაციური ქართული ნატურალური ჩაი
•მეფუტკრის sms სასწორი
•ინოვაციური დეკორატიული აგურის წარმოება
•ავტომობილების პარკირება ვერტიკალურ სივრცეში
•ავსტრიული ხორცპროდუქტების მაღაზია - სამზარეულო, პორტატული სამზარეულო და დისტრიბუცია HORECA სეგმენტში
•ინოვაციური ტექნოლოგიით დამუშავებული კერამიკის ნაკეთობათა სახელოსნო
•აიმედია ჰაბ
•აგროპარკი
•ნანოტექნოლოგიით მიღებული ახალი აზოტშემცველი ცეოლითური სასუქი
•VivaPay - უნივერსალური საგადახდო პლატფორმა
•Boletus Edulis-ის ჯიშის სოკოს გადამამუშავებელი საწარმო
•BOS - ბიზნეს საოპერაციო სისტემების ელექტრონული პლატფორმა
•CARGOHUB
•Bedlam Parking
•Eco Build Georgia
•Audio Guide Georgia
•abiturienti.ge
•Fly Wash Georgia
•Georgian Toys Factory
•Vinti
•Tripplanner
•Wingo
•iBuy
•IRC
•Eduroad
•Limestone

რაც შეეხება იმ პერსპექტიულ ბიზნეს იდეებს, რომლებმაც პირველი ეტაპის შედეგებით, ვერ გაიმარჯვა კონკურსში, ამ პროექტების ავტორებს აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ კონკურსის შემდგომ ეტაპზე. შესაბამისად, „სტარტაპ საქართველო" ავტომატურად გადაიტანს მათ განაცხადებს შემდგომი კონკურსის განსახილველ ნუსხაში და ბიზნესიდეის ავტორებს აღარ მოუწევთ აპლიკაციის ხელახლა შევსება. ამასთან,განმეორებით განხილვამდე მათ შესაძლებლობა ექნებათ კონსულტაცია გაიარონ „სტარტაპ საქართველოს" წარმომადგენლებთან, რომლებიც ურჩევენ პროექტის ავტორებს, რა მიმართულებით იქნება უმჯობესი ბიზნეს იდეის დახვეწა. დაგეგმილია ტრეინინგების ჩატარება კონკურსის მონაწილეთათვის, ვისაც სურვილი აქვს, მიიღოს დამატებითი ინფორმაცია და ცოდნა, თუ როგორ დაიწყოს ბიზნესი. ტრეინინგების ხარჯებს სრულად დაფარავს შპს „სტარტაპ საქართველო" და ,„საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო". ზუსტი განრიგი გამოქვეყნდება უახლოეს დღეებში „სტარტაპ საქართველოს" ვებ გვერდზე http://startup.gov.ge/.
 

 

უკან დაბრუნება