სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდს ლატვიური FERRUS-ი ფონდს ეწვია

თარიღი: 03 სექ 2016

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებლემა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში ლატვიური კომპანია FERRUS-ის წარმომადგენლები მიიღო. ლატვიური კომპანია საქართველოში ბიზნესის წარმოებით არის დაინტერესებული და ტურიზმის სექტორში ინვესტირებას გეგმავს. FERRUS”-ი მსხვილი ლატვიურიკომპანიაა, რომლის მთავარ საქმიანობას ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა წარმოადგენს. „FERRUS”-ის წარმომადგენლებმა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტროს მიაწოდეს ინფორმაცია კომპანიისსაქმიანობისა დასამომავლო გეგმებისშესახებ. წარმოადინეს საინვესტიციო წინადადებები და ისაუბრეს საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე. ხაზი გაუსვევა საქართველოს ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და ტურისტულ სექტორში არსებულ შესაძლებლობებს. საპარტნიორო ფონდში გამართულ შეხვედრას ფონდის მხრიდან აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის გარდა საინვესტიციო და ფინანსური დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. თავის მხრივ, ფონდის მენეჯმენტმა ლიტვური კომპანია FERRUS-ის წარმომადგენლებს ფონდის მანდატი, პრიორიტეტები, დასრულებული და მიმდინარე პროექტები გააცნეს.მხარეებმა შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. ლატვიური კომპანია FERRUS-ის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ ბაზარს იკვლევენ. კომანიის ხელმძღვანელი პირები საქართველოში საქმიანი წრეები წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრა გაიმართა ასევე, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან. შეხვედრას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ესწრებოდა.

უკან დაბრუნება