სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდს Henan Jingyan Silver Seed Co.,LTD- ის წარმომადგენლები ეწვივნენ

თარიღი: 03 სექ 2016

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში ჩინური კომპანია Henan Jingyan Silver Seed Co.,LTD- ის ოფიციალური დელეგაცია მიიღო. ჩინურ დელეგაციას საქართველოში Henan Jingyan Silver Seed Co.,LTD- ის თავმჯდომარე ლი ჩაო ხელმძღვანელობს. Henan Jingyan Silver Seed Co.,LTD- ი ჩინეთში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის პროდუქტებს აწარმოებს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ახდენს რეალიზაციას. კომპანიას დიდი გამოცდილება აქვს სასათბურე და სათესლე მეურნეობის წარმოებაში. ოპერირებს პოსტსაბჭოთა ყვეყნებში და საქართველოში ინვესტირებით არის დაინტერესებული. შეხვედრაზე, რომელსაც ფონდის აღმასრულებელი დირექტორის გარდა საინვესტიციო და საფინანსო დეპარტამენტების ხელმძრვანელებიც ესწრებოდნენ Henan Jingyan Silver Seed Co.,LTD- ის წარმომადგენლებმა საკუთარი საინვესტიციო წინადადებები წარმოადგინეს და საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების სურვილი გამოთქვეს. განაცხადეს, რომ მათი პროდუქცია ქიმიურ მინარევებს არ შეიცავს, ეკოლოგიურად სუფთაა, გაცილებით იაფი და კონკურენტუნარიანი. მხარეებმა შეხვედრაზე ქვეყნის აგრარული სექტორი მიმოიხილეს. შეაფასეს ადგილობრივი ბაზარი და ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ფონდის მენეჯმენტმა Henan Jingyan Silver Seed Co.,LTD- ის წარმომადგენლებს კონკრეტული საინვესტიციო წინადადებების წარმოდგენა და მათი განხილვა შესთავაზეს. 

უკან დაბრუნება