სიახლეები & მედია

Fitch Ratings -მა საპარტნიორო ფონდის შეფასება „BB-სტაბილური“ დაადასტურა

თარიღი: 12 სექ 2016

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings -მა საპარტნიორო ფონდის შეფასება „BB-სტაბილური" დაადასტურა. სააგენტომ საქართველოს საპარტნიორო ფონდის რეიტინგი 8 სექტემბერს გამოაქვეყნა. როგორც სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზიდან ირკვევა, ფონდის გრძელვადიანი უცხოური ვალუტის რეიტინგი „BB"-ია; გრძელვადიანი ადგილობრივი ვალუტის რეიტინგი BB-; მოკლევადიანი უცხოური ვალუტის რეიტინგი B, ხოლო პროგნოზი - სტაბილური (Stable). სააგენტო წერს, რომ ფონდი ფლობს „საქართველოს რკინიგზის," „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის," „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის," „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის," და „თელასის აქციებს. საპარტნიორო ფონდის ფუნქციონირება სპეციალური კანონით რეგულირდება, რომელიც მის უნიკალურობას და განსაკუთრებულ სტატუს უსვამს ხაზს. Fitch-ის შეფასება ინვესტორებისთვის სერიოზული სიგნალია, მაშინ როცა საქართველოს მთავრობისთვის ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მთავარ პრიორიტეტად რჩება. Fitch-ი საპარტნიორო ფონდს განიხილავს, როგორც საქართველოს მთავრობისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ორგანიზაციას. სააგენტო პრესრელიზში წერს, რომ საქართველოს მთავრობა, ფონდს იყენებს, როგორც ქვეყნის ეკონომიკაში ფინანსურ მამოძრავებელ ძალას. სააგენტო ხაზს უსვამს, რომ ფონდს სამეთვალყურეო საბჭო მართავს, რომელსაც პრემიერ მინისტრი თავმჯდომარეობს. ფონდის მიზანია კერძო ინვესტიციებისთვის ხელის შეწყობა ეკონომიკურად მომგებიან პროექტებში. სააგენტო აღნიშნავს, რომ კერძო სექტორი განვითარების სტადიაშია. თანაინვესტირებით სოფლის მეურნეობაში, წარმოებაში, უძრავი ქონების ბაზარზე და ენერგეტიკაში და 2014-2016 წლებში დასრულებული რამდენიმე პროექტიდან წარმატებული გამოსვლით დასტურდება ამ ფონდის სტრატეგიის ეფექტიანობა.


უკან დაბრუნება