სიახლეები & მედია

OPIC და საპარტნიორო ფონდი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის

თარიღი: 24 სექ 2016

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და ფონდის კონსულტანტი მირიან გოგიაშვილი ნიუ-იორკის შემდეგ სამუშაო შეხვედრებს ვაშინგტონში განაგრძობს. ფონდის დელეგაცია აშშ-იოფიციალური ვიზიტით იმყოფება. საპარტნიორო ფონდის დელეგაციას ვაშინგტონში ამერიკის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტის OPIC-ის მმარველმა პირებმა უმასპინძლეს. ოფიციალურ შეხვედრას OPIC-ის მმართველი დირექტორი კენეთ ანჯელი, პოლიტიკური და სუვერენული რისკების დირექტორი ქეით შვაიგარტი, საინვესტიციო ფონდების დეპარტამენტის დირექტორი აშოკ ტომასი და "გაზელის ფონდის" მმართველი ოფიცერი სტეფან კომსა ესწრებოდნენ. მხარეებმა OPIC-ის მხარდაჭერით საქართველოში პოტენციური პროექტების დაფინანსების შესაძლებლობები და არსებული, ერთობლივი პროექტები განიხილეს. საუბარი შეეხო ახალი ფინანსური პროდუქტების ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობას. დაისვა საკითხი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის შესახებ, რაც გრძელვადიანი თანამშრომლობის ზოგადი პრინციპების ჩამოყალიბებას და კომერციულად საინტერესო პროექტების დააფინანსებას ითვალისწინებს. მხარეებმა შეხვედრაზე მცირე და საშუალო საწარმოების სტიმულირებისთვის ფონდ Gazelle Finance-ში თანამონაწილეობის შესახებ ოფიციალური დოკუმენტის გაფორმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. შეთანხმებას ხელი თბილისში, 30 სექტემბერს მოეწერება. ეკონომიკური სტაბილურობის მხარდასაჭერის მიზნით OPIC-მა საქართველოში დღემდე 50-ზე მეტ პროექტში, 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია დააბანდა. aსაპარტნიორო ფონდის დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ჩიკაგოს საქმიანი წრეების, ბანკებისა და მსხვილი საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან შეხვედრა.


უკან დაბრუნება