სიახლეები & მედია

შეხვედრები აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებთან

თარიღი: 24 სექ 2016

საპარტნიორო ფონდის დელეგაციამ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები ამერიკის ეროვნული კონგრესისა და საფინანსო წრეების წარმომადგენლებთან გამართა. საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ვაშინგტონში საქმიან შეხვედრებს განაგრძობს. აშშ-ი სამუშაო ვიზიტით მყოფმა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და ფონდის კონსულტანტმა მირიან გოგიაშვილმა ოფიციალური შეხვედრები ამერიკის ეროვნული კონგრესის წარმომადგენლებთან გამართეს. შეხვედრების მთავარი თემა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გამოყენება და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა იყო. მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა კონგრესმენ სტივ შაბოტთან, შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-ის ბაზრებიდან ფინანსური რესურსების მოპოვების შესაძლებლობებს. პირისპირ შეხვედრა გაიმართა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელსა და სტრატეგიული კვლევების ცენტრის (CSIC) დირექტორ ჯეფ მანკოფს შორის. შეხვედრაზე აშშ-ში ქართულ-ამერიკული ბიზნეს-ფორუმის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. ვიზიტის ფარგლებში დავით საგანელიძე BENS-ის ბრიგადის გენერალ ტომ კასტელანოსაც შეხვდა. BENS-ი ამერიკის მსხვილ ბიზნესებს აერთიანებს. მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალთან დაკავშირებით ნიუ-იორკში ფართომაშტაბიანი, უმაღლესი დონის შეხვედრა დაგეგმს. შეხვედრაზე ამერიკულ "Royal Shaw"-ში საქართველოს შესახებ გადაცემის მომზადება და ორგანიზაციის დელეგაციის საქართველოში ვიზიტი გადაწყდა. ვაშინგტონში შეხვდრა შედგა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე პროგრამათა დაგეგმვის სპეციფიკა და საპარტნიო ფონდისთვის ტექნიკური დახმარების შესაძლებლობი განიხილეს.


უკან დაბრუნება