სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე OPIC-ის მიწვევით აშშ-ი იმყოფება

თარიღი: 20 სექ 2016

საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში საქმიან შეხვედრებს მართავს. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე აშშ-ში ამერიკის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტის - „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციის" (OPIC) -ის მიწვევით იმყოფება. აშშ-ში გამართულ შეხვედრებს საპარტნიორო ფონდის საკონსულტაციო ჯგუფის წევრი მირიან გოგიაშვილი ესწრება. საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში მსხვილი საფინანსო წრეებისა და კომერციული სტრუქტურების ხელმძღვანელ პირებს ხვდება. დაგეგმილია შეხვედრები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ეკონომიკური გუნდისა და ამერიკის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტის - „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციის" (OPIC) წარმომადგენლებთან. საპარტნიორო ფონდისა და „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციის" თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლა იქნება OPIC -თან დაგეგმილი შეხვედრის მთავრი თემა. მხარეებს სურთ ჩამოაყალიბონ გრძელვადიანი თანამშრომლობის ზოგადი პრინციპები, რომელიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროებში ინვესტიციების განხორციელებას და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საკითხს. შეხვედრაზე საუბარი შეეხება ასევე საპარტნიორო ფონდსა და OPIC -ს შორის გაფორმებულ მემორანდუმს, რომელიც მხარეების შესაბამისი რესურსებისა და შესაძლებლობების გამოყენებით სხვადასხვა კომერციულად საინტერესო პროექტების შესწავლას და მათ დააფინანსებას ითვალისწინებს. OPIC-მა საქართველოში დღემდე, ეკონომიკური სტაბილურობის მხარდასაჭერად 50-ზე მეტ პროექტში 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. „საქართველოსთვის ამერიკა მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია, ისევე, როგორც ამერიკისთვის საქართველო, მსოფლიოში წამყვან ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო სივრცეებით. საქართველოს აქვს ლიბერალური საგადასახადო გარემო, საინტერესო და მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატი, სტაბილურად მზარდი ეკონომიკა, რაც ინვესტორებისთვის სერიოზული სიგნალია" -განაცხადა დავით საგანელიძემ. საპარტნიორო ფონდის აღმასრუელბელი დირექტორი დავით საგანელიძე ამერიკის საქმიანი წრეების, ბანკებისა და მსხვილი საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან შეხვედრის გარდა ჩიკაგოს უნივერსიტეტში საქართველოს შესახებ ლექციას წაიკითხავს და ამერიკელ სტუდენტებს საქართველოს ისტორიასა და შესაძლებლობებს გააცნობს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ამერიკის ბიზნეს ასოციაციებთან შეხვედრა.


უკან დაბრუნება