სიახლეები & მედია

საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსისთვის პრეზენტაცია გაიმართა

თარიღი: 23 თებ 2013

საპარტნიორო ფონდმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისთვის პრეზენტაციას გამართა.პრეზენტაციამ მოწვეული საზოგადოების დაინტერესება გამოიწვია.საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, "ფონდი უცხოელი პარტნიორებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად ნებისმიერი ახალი თანამშრომლობისათვის მზად არის, რათა საქართველოში საინვესტიციო კლიმატი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს და უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდოს, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას".


უკან დაბრუნება